მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე "ინტერ მაიამი" "პარი სენ-ჟერმენთან" უშანსოდ 0:4 დამარცხდა და ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა. შეხვედრის შემდეგ, ლიონელ მესიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და მატჩი შეაფასა.
"სამწუხაროდ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ჩვენთვის დასრულებულია. დავმარცხდით გუნდთან, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ. ამ გუნდში არიან ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც ვთამაშობდი, მათ ვაფასებ და სასიამოვნო იყო მათთან კიდევ ერთხელ შეხვედრა."
"ვფიქრობ, ამაყები უნდა ვიყოთ, რადგან მოვახერხეთ 16 საუკეთესო გუნდში მოხვედრა, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვეცადეთ საკუთარი თავი კარგად წარმოგვეჩინა. ახლა დროა მთელი ფოკუსირება MLS-ზე მოვახდინოთ და წინსვლა გავაგრძელოთ." - განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე 2 მეოთხედფინალური წყვილის ვინაობა ცნობილია, პსჟ-"ბაიერნს", ხოლო "პალმეირასი"- ჩელსის" დაუპირისპირდება. შეხვედრები 5 ივლისს გაიმართება.