ფეხბურთი

11:45 | 30.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

Footmercato: "ხვიჩა კვარაცხელიამ ფლორიდელი მცველები სასოწარკვეთაში ჩააგდო"

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში "პარი სენ-ჟერმენმა" "ინტერ მაიამი" 4:0 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და სრულად ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელის თამაში არაერთმა უცხოურმა გამოცემამ შეაფასა:

Footmercato შეფასება 7.5 - ხვიჩა კვარაცხელიამ ფლორიდელი მცველები სასოწარკვეთაში ჩააგდო, ის მუდმივად მიდიოდა წინ და მე-4 წუთზე კარგი გარღვევის შემდეგ შეეძლო საგოლე პასი ჩაეწერა, თუმცა ბარკოლამ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. 24 წლის ფეხბურთელი მუდმივად პროვოკაციული იყო, თუმცა შეეძლო გავრეულვარ მომენტებში მარტივად ეთამაშა. დაცვით ფაზაში ჩვეულ სტილში იყო და გუნდს ეხმარებოდა, ის პრესინგის კუთხით ერთ-ერთი არქიტექტორი იყო. კვირას ხვიჩას საგოლე მოქმედება არ ჰქონია, თუმცა მრავალი კარგი მომეტი ჰქონდა.

Parisfans შეფასება 6.0 - პარიზულმა კლუბმა ზამთარში ხვიჩას სახით ისეთი ფეხბურთელი იყიდა, რომელიც მეტოქე გუნდის მცველებს ყველა მატჩში აზიანებს. იყო მომენტები, როდესაც დრიბლინგის მაგივრად შეეძლო მარტივი გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა მისი შრომისმოყვარეობის გათვალისწინებით მისი გაკრიტიკება რთულია.


Le Parisien შეფასება 6.5 - ქართველმა ფეხბურთელმა ჩვეულ სტილში კარგი თამაში ჩაატარა, მას შეეძლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო, უბრალოდ გადამწყვეტ მომენტებში ზუსტი დარტყმები დააკლდა. პირველ ტაიმში კარგად იყენებდა სივრცეებს და თანაგუნდელებსაც კარგ შანსებს უქმნიდა. ის დაცვაშიც კარგად ირჯებოდა და თანაგუნდელებს ეხმარებოდა.

90min შეფასება 7.0 - როგორც მოსალოდნელი იყო, ხვიჩა კვარაცხელია მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო და მეტოქე გუნდის მცველებს ცხოვრება გაურთულა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედებები წარმატებული არ აღმოჩნდა, მაინც კარგი მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხედფინალში 5 ივლისს, მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.






სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.100516