თამაშგარე

11:08 | 30.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანა-მარიას უცნაური შარმი

„ო, თქვენო უმკერდესობავ და უბაყვესობავ! უშხვართესობავ და უდუნდულესობავ! ეგებ მოიღოთ მოწყალება და საწმერთულს იქით დამანახოთ ამა ცხოვრების ჰორიზონტი?!“ - დაახლოებით ასე მიმართა პარტნიორმა მსახიობმა კოლუმბიელ მოდელსა და მსახიობს ანა-მარა კორდობას, რომელმაც ეგვიპტის ლეგენდარული დედოფლის, კლეოპატრას როლი დიდებულად შეასრულა ბოგოტას თეატრში და ტაშთან ერთად, მავანთა ხურუშმოსილი ხვნეშა და ოხვრაც დაიმსახურა.

როგორც ჩანს, ამ ქალს ნამდვილად აქვს რაღაც შარმი თუ მიზიდულობა, რის გამოც რეჟისორებისა და კინოსტუდიების ცვლის პარალელურად, ოთხი ქმარი და უამრავი საყვარელი გამოიცვალა და დღეს თავის სამშობლოში ისეთივე პოპულარული და სასურველი გულისსწორია, როგორც 20 წლის წინ.

ანა-მარია კორდობას სატრფოთა შორის ცნობილი და აწ უკვე ვეტერანი კოლუმბიელი ფეხბურთელი ფაუსტინიო ასპრილიაც იყო, თუმცა სულ რაღაც სამთვიანმა საწოლის ზამბარების წყვეტამ და გადი-გამოდიმ სათანადო გაგრძელება ვერ ჰპოვა.


სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088186
სარეკლამო ადგილი - 99
X x X