ვეტერანი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მატჩს გამოეხმაურა, სადაც ლიონელ მესის "ინტერ მაიამი" მერვედფინალში "პარი სენ-ჟერმენთან უშანსოდ 0:4 განადგურდა.
შვედის განცხადებით, ლიონელ მესის ეს მატჩი არ წაუგია, რადგან ქანდაკებებთან ერთად თამაშობს და არა თანაგუნდელებთან.
"ეს შეხვედრა მესის არ წაუგია, "ინტერ მაიამი" წააგო. მესის ქანდაკებებთან ერთად უწევს თამაში და არა თანაგუნდელებთან. ის გარშემორტყმულია მოთამაშეებით, რომლებიც მოედანზე ისე დარბიან, თითქოს ცემენტის ტომრები ეჭიროთ ხელში."
"მესი ნამდვილ გუნდში რომ ყოფილიყო, ნებისმიერ დიდ გუნდში, ნამდვილ ლომს დაინახავდით. მესი მხოლოდ იმიტომ თამაშობს, რომ თამაში უყვარს, რადგან მას ჯერ კიდევ შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოთამაშეთა 99%-ს არ შეუძლია. არ არსებობენ მწვრთნელები, ვარსკვლავები, არც კი ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ბურთის გარეშე მოძრაობას ხვდებიან, როგორც ეს მას შეუძლია. ეს ის მესი არ არის, ვინც მე ვიცი, თუ მას ნამდვილ გუნდში ათამაშებთ, სტადიონს მაინც ცეცხლს წაუკიდებს." - განაცხადა ზლატანმა.
ცნობისთვის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოეთხედფინალში "პარი სენ-ჟერმენი" მიუხენის "ბაიერნს" შეხვდება, შეხვედრა 5 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება.