UFC 317-ზე ილია თოფურიამ მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლაში ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში გათიშა და მეორე წონითი დივიზიონის ქამარს დაეუფლა. ქართველის გუშინდელი შთამბეჭდავ ბრძოლას არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა, მათ შორის ისლამ მახაჩევის მწვრთნელი ხავიერ მენდესი, მისი თქმით, თოფურიამ გასაოცარი სანახაობა აჩვენა და ქებას იმსახურებს.
"ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირასთან შთამბეჭდავი გამოსვლა აჩვენა და ქებას იმსახურებს. საოცარი მებრძოლია, რომელსაც უდიდესი თვითრწმენა აქვს და ბრძოლამდე რაც თქვა, შეასრულა - ყველაფერი პირველ რაუნდში დაასრულა. მან ყველას დაუმტკიცა, რომ მსუბუქ კატეგორიაშიც განსაკუთრებულია და UFC-ის ახალი ვარსკვლავი ჰყავს, რაც გულშემატკივრებისთვისაც კარგი ფაქტია.
ადრეც მითქვამს და ახლაც იგივე აზრზე ვარ, რომ ილიას კრივი შთამბეჭდავია და სრულყოფილი მებრძოლია."
"ვის შეუძლია მას პრობლემები შეუქმნას? ვფიქრობ ჯასტინ გეიჯის და არმან ცარუკიანს, ცარუკიანი მასთან ფეხზე არ დარჩება და ეცდება ბრძოლა მიწაზე გადაიყვანოს. საინტერესოა, გაუმკლავდება თუ არა ილია მის შეტევებს, მაგრამ ფაქტია, ოლივეირასთან მიწაზე თავი ყველაფერს კარგად გაართვა", - განაცხადა მენდესმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ მეორე წონითი დივიზიონის ქამარი მოიგო. მისი განცხადებით, მომდევნო ბრძოლის ჩასატარებლად წლის ბოლოს იქნება მზად.