პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და „ალ-ნასრის“ კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის პრო ლიგაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პრო ლიგა TOP 5-ში არ შედის ფეხბურთის არაფერი გაეგებათ.
„მხოლოდ ის ადამიანები ამბობენ, რომ საუდის პრო ლიგა TOP 5-ის დონის არ არის, რომლებასაც აქ არ უთამაშიათ, ან ფეხბურთის არაფერი გაეგებათ. რა თქმა უნდა, ჩვენ განვითარება უნდა გავაგრძელოთ და მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. თუმცა ვთვლი, რომ ამჟამად მსოფლიოს TOP 5-ში შევდივართ.“
"ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ დონე მუდმივად იზრდებოდა. მიხარია, რადგან ვიცი ლიგის სიძლიერე.აქ დარჩენა მინდოდა, რადგან ვიცი პროექტის შესახებ. ეს არ არის მხოლოდ მომდევნო ორი წლის პროექტი, ის 2034 წლამდეა, სადაც საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ვფიქრობ, ეს ყველაზე ლამაზი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება." -განაცხადა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და არაბულ კლუბში რჩება. მხარეებმა კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს იწურებოდა, ორი წლით, 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივეს. პორტუგალიელის ხელფასი წელიწადში 200 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება.
რონალდუ „ალ-ნასრში“ 2023 წლის დასაწყისიდან თამაშობს და 111 მატჩში 99 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 15-ჯერ საგოლე პასითაც გამოირჩა.