თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელასთან თანამშრომლობა განაახლა.
იტალიელმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც ძალაში 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
„ძალიან ბედნიერი ვარ ახალი კონტრაქტით. მუშაობა 21 სექტემბერს დავიწყე, ეს ძალიან განსაკუთრებული დღეა. 21 სექტემბერი მამაჩემის დაბადების დღე. შესაბამისად, ამ სამსახურში მუშაობა განსაკუთრებულ დღეს მივიღე“, - თქვა მონტელამ.
შეგახსენებთ, რომ ვინჩენცო მონტელა თურქეთის ნაკრებს 2023 წლიდან უდგას სათავეში და ევრო 2024-ზე მეოთხედფინალში გაიყვანა. მონტელას მანამდე „ადანა დემირსპორში“, „ფიორენტინაში“, „სევილიაში“, „მილანში“, „სამპდორიაში“, „კატანიასა“ და „რომაში“ უმუშავია.
საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე თურქეთს 4 სექტემბერს, თბილისში უმასპინძლებს, ხოლო 14 ოქტომბერს, იზმითში ესტუმრება.