ფეხბურთი

16:59 | 30.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი: "პსჟ? როდესაც ჩვენს დონეზე ვთამაშობთ, ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ „ფლამენგოსთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ხარისხი და თავდაჯერებულობა საჭირო დროს გამოვავლინეთ. ასეთ ტურნირებში ნიჭი საკმარისი არ არის: განსხვავებას მენტალიტეტი ქმნის. მენტალური ძალაა ის, რაც წინსვლის საშუალებას გაძლევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორგანიზებულ და მოტივირებულ გუნდებს ეთამაშები, როგორიცაა „ფლამენგო“, - აღნიშნა კომპანიმ.

„პარი სენ-ჟერმენთან“ მომავალ მეოთხედფინალურ მატჩზე ისაუბრა „რეკორდმაისტერის“ ბომბარდირმა ჰარი კეინმა.

„ეს კიდევ ერთი რთული თამაში იქნება. პსჟ-მ არაჩვეულებრივი სეზონი ჩაატარა. მათ ჩემპიონთა ლიგაზე დავუპირისპირდით და გამარჯვება მოვიპოვეთ. უნდა ვეცადოთ, რომ ეს ენერგია და ეს გრძნობა ამ თამაშშიც გამოვიყენოთ, მაგრამ როდესაც ჩვენს დონეზე ვართ, ვგრძნობთ, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია“, - თქვა კეინმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ მატჩი 5 ივლისს გაიმართება. "ბაიერნმა" პსჟ ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ფაზის ეტაპზე კიმ მინ-ჯეს გოლით 1:0 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.103106