მანჩესტერ „იუნაიტედი“ ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. როგორც იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი იტყობინება, „წითელი ეშმაკები „ფიორენტინას“ ფეხბურთელით მოიზე კინის შეძენით დაინტერესდნენ.
წყაროს ცნობით, „მანჩესტერის“ წარმომადგენლები იტალიელი ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და შესაძლოა ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდეს.
მოგეხსენებათ, რომ რუბენ ამორიმის სურვილი იყო, რომ კლუბს „სპორტინგიდან“ ვიქტოირ გიოკერეში ეყიდა, თუმცა ტრანსფერზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, რის გამოც ინგლისელები სხვა ვარიანტზე გადაერთნენ.
მოიზე კინი „ფიორენტინას“ რიგებს 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, თუმცა მის კონტრაქტის გამოსყიდვა კლუბებს 52 მილიონის სანაცვლოდ 15 ივლისამდე შეუძლიათ.
მოიზე კინმა 2024-2025 წლების სეზონში 44 მატჩი ჩაატარა და თავი 25 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.