UFC 317-ზე ილია თოფურიამ მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში გათიშა და მეორე წონის დივიზიონის ქამარს დაეუფლა.
ამ მიღწევით, ქართველი მებრძოლი გახდა მე-10 ადამიანი, ვინც შეძლო და ორი წონი დივიზიონის ქამარი მოიპოვა.
როგორც თოფურია ბრძოლამდე აანონსებდა, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, ოლივეირა არასრულ 3 წუთში გათიშა და მსუბუქი დივიზიონის ქამარი დაისაკუთრა.
უკვე ოფიციალურად დადასტურდა, თუ რა თანხას მიიღებს აღნიშნული ბრძოლის შემდეგ ილია თოფურია:
ქართველი მებრძოლი ჯამში 3.5 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს, საიდანაც ძირითადი ჰონორარი - 750 000 დოლარია, ბონუსი - 50 000, ხოლო დანარჩენ 2.7 მილიონი ილიამ PPV-დან (ყველაზე ნახავდი ორთაბრძოლის ბონუსი) გამოიმუშავა.
ბრძოლის შემდეგ ილია თოფურიამ განაცხადა, რომ შემდეგი ორთაბრძოლის ჩასატარებლად მიმდინარე წლის ბოლოს იქნება მზად.