ფეხბურთი

19:45 | 30.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-სთან გამარჯვებიდან 10 დღეში "ბოტაფოგოდან" მწვრთნელი გაათავისუფლეს

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში „პალმეირასთან“ მარცხის შემდეგ „ბოტაფოგოდან“ მთავარი მწვრთნელი რენატო პაივა დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

55 წლის პორტუგალიელმა ბრაზილიურ კლუბში სულ რამდენიმე თვე იმუშავა და როგორც ჩანს, მისი საქმიანობით კლუბში კმაყოფილი არ დარჩნენ.

„ბოტაფოგო“ ბრაზილიის ჩემპიონატში მხოლოდ მერვე ადგილზეა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი, ჯგუფიდან გასვლა შეძლო, სადაც „ატლეტიკო“ ჩატოვა, ხოლო პსჟ დაამარცხა (1:0) კიდეც. სხვათა შორის, ეს პაივას ბოლო გამარჯვება აღმოჩნდა ბრაზილიურ კლუბში. იმ თამაშიდან მხოლოდ 10 დღე გავიდა... თუმცა, რიოს კლუბი მერვედფინალში დამატებით დროში "პალმეირასთან" დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

„ბოტაფოგოს“ რენატო პაივამ 23 მატჩში უხელმძღვანელა - 12 მოგება, 3 ფრე და 8 წაგება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091489