„რომას“ ფეხბურთელი ტამი აბრაჰამი კარიერას „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს. ყველა დეტალი შეთანხმებულია, სამშაბათს, 27 წლის ინგლისელი სტამბოლში იქნება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
აბრაჰამი „ბეშიქთაშთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო „რომა“ 20 მილიონ ევროს მიიღებს. ეს იქნება სტამბოლური გუნდის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი.
ტამი აბრაჰამმა გასული სეზონი იჯარით „მილანში“ გაატარა, სადაც 44 მატჩში 10 გოლი გაიტანა. „რომაში“ 2021-2025 წლებში 120 თამაშში 37 გოლი მიითვალა, ხოლო მანამდე „ასტონ ვილას“, „სუონსის“, „ბრისტოლისა“ და „ჩელსის“ ღირსებას იცავდა.