ფეხბურთი

23:00 | 30.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გურამ კაშიამ "სლოვანთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

გურამ კაშიამ ბრატისლავის „სლოვანთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და სლოვაკეთის ჩემპიონში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ქართველი მცველით ვლადიმირ ვაისი ძალიან კმაყოფილია და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მასთან ხელშეკრულება განახლდა.

„სლოვანში“ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მინდოდა აქ დარჩენა და ძალიან მიხარია, რომ კლუბში მეხუთე სეზონს დავიწყებ. აქ ბევრი შესანიშნავი ადამიანი გავიცანი. კლუბთან ერთად შევთანხმდით, რომ რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშის მოსვლის შემდეგ, გუნდისთვის გამოცდილებაც მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ისევ რაღაც სასიამოვნო გველოდება და კიდევ ერთ წარმატებულ სეზონს ჩავატარებთ. ოთხ წელიწადში ოთხი ტიტული მოვიგე, ახლა კიდევ ერთის მოგება მინდა. მოუთმენლად ველი ახალ სეზონს“, - თქვა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კაშიამ, რომელიც 4 ივლისს, 38 წლის გახდება.

საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და გუნდში მის მნიშვნელობაზე „სლოვანის“ გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა ისაუბრა.

„გურამ კაშია გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია მოედანზეც და გასახდელშიც. პირველივე მუდმივად აჩვენებს თავის საფეხბურთო და ლიდერულ თვისებებს, გუნდს ყოველთვის შეეძლო მასზე დაყრდნობა. კრიტიკულ მომენტებში გუნდში ასეთი გამოცდილი ფეხბურთელები უნდა გყავდეს, რაც გურამმა არაერთხელ დაამტკიცა. ბოლო წლებში ის ჩვენი წარმატებების ნაწილი იყო და ერთობლივად შევაფასეთ, რომ ახალ სეზონშიც გვსურს ასე გაგრძელება. მოხარული ვარ, რომ გურამი ჩვენთან რჩება და ახალ ერთწლიან კონტრაქტზე შევთანხმდით“, - თქვა სლოვაკმა მენეჯერმა.

გურამ კაშია, რომელსაც „დინამო თბილისში“, „ვიტესში“, „სან ხოსესა“ და „ლოკომოტივში“ უთამაშია, „სლოვანის“ წევრი 2021 წლიდანაა და 165 მატჩში 13 გოლი გაიტანა, ხოლო ზედიზედ ოთხჯერ სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097713
სარეკლამო ადგილი - 99
X x X