ფეხბურთი

23:40 | 30.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი შესაძლოა 6 თვით ევროპაში დაბრუნდეს

ლიონელ მესის „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით, უცნობია, დარჩება თუ არა, კლუბში.

მესის 2026 წლის მუნდიალზე თამაში სურს და უნდა, რომ ზაფხულისთვის საუკეთესო ფორმაში იყოს. სწორედ ამიტომ, არაა გამორიცხული, 6 თვით ევროპაში დაბრუნდეს. ამ ეტაპზე არაა ცნობილი, რომელ კლუბში ან ქვეყანაში.

ამავდროულად, ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „ინტერ მაიამი“ და მესიც დაინტერესებული არიან თანამშრომლობის გაგრძელებით. თუმცა, გამორიცხული არაფერია.

ლიონელ მესი „ინტერ მაიამიში“ 2023 წლიდან თამაშობს და დღემდე 63 მატჩში 50 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098719