ფეხბურთი

1:00 | 1.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალექსის მაკალისტერი: "პსჟ-ში ყველა მაგარია, მაგრამ 7 ნომერი საუკეთესოა, ვარსკვლავია"

„ლივერპულის“ ფეხბურთელი ალექსის მაკალისტერი სერხიო აგუეროს პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც „პარი სენ-ჟერმენზეც“ ისაუბრა.

არგენტინელის თქმით, პსჟ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, ხოლო მისი მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა:

„მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, ისინი დაფრინავენ, ყველაფერი აქვთ. ძალიან დისციპლინირებული არიან, ბურთით კარგად თამაშობენ, ყველა დარბის. ჩემი აზრით, საუკეთესოები არიან. ისინი [პსჟ-ს ფეხბურთელები] ყველანი კარგები არიან, მაგრამ 7 ნომერი, რომელიც „ნაპოლიში“ თამაშობდა, ვარსკვლავია“, - თქვა მაკალისტერმა აგუეროსთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ყველა ტურნირზე 29 თამაშში 8 გოლი, 7 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა. პსჟ-მ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა. ახლა კი, ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას უმიზნებენ.

„პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია, სადაც 5 ივლისს, მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091599