ფეხბურთი

1:23 | 1.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ფლუმინენსემ" "ინტერი" დაამარცხა და მეოთხედფინალშია

მილანის „ინტერი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა. კრისტიან კივუს გუნდი მერვედფინალში „ფლუმინენსესთან“ დამარცხდა.

მატჩი ბრაზილიელებმა შესანიშნავად დაიწყეს და მესამე წუთზე ხერმან კანომ ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში „ფლუ“ მეტოქეს აშკარად ჯობდა და კიდევ შეეძლო გოლის გატანა. 39-ე წუთზე მაგარი კომბინაციით გაიტანა კიდეც, მაგრამ თამაშგარე იყო და გოლი გაუქმდა. „ინტერს“ საპასუხოდ არაფერი შეუქმნია და ტაიმი 1:0 დასრულდა.

„ნერაძური“ მხოლოდ მატჩის მიწურულს გამოფხიზლდა, როცა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ სტეფან დე ვრეიმ ახლო მანძილიდან ააცილა, ლაუტარო მარტინესს ჯერ მეკარემ აჯობა, შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

90-ე წუთზე „ფლუმინენსემ“ მეორეც გაიტანა, თავი ჰერკულესმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი მსოფლიოს ჩემპიონატიდან უსახელოდ გავარდა, ხოლო „ფლუმინენსე“ მეოთხედფინალშია.

„ინტერი“ – „ფლუმინენსე“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 კანო (3), 0:2 ჰერკულესი (90)

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.176968