ფეხბურთი

10:26 | 1.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ ფიფას საკლუბო ჩემპიონატს სენსაციურად გამოეთიშა

„მანჩესტერ სიტისა“ და „ალ-ჰილალს“ შორის ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური მატჩი ორლანდოში (აშშ) „კემპინგ უორლდის“ სტადიონზე გაიმართა და თბილისის დროით დღეს, 1 ივლისს, გამთენიისას სენსაციურად დასრულდა: საუდურმა კლუბმა „სიტის“დამატებით დროიში 4:3 მოუგო და ტურნირიდან გამოთშა.

ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. „სიტის“ გოლები ბერნარდო სილვამ და ერლინგ ჰოლანდმა გაიტანეს. მარკოს ლეონარდომ და მალკომმა საუდელთაგან გამოიჩინეს თავი.

დამატებით დროში, „ალ-ჰილალიდან“ კალიდუ კულიბალიმ და ისევ მარკოს ლეონარდომ იყოჩაღეს (გამარჯვების გოლი), ხოლო ინგლისური გუნდის სახელით ფილ ფოდენმა, რომლისთვისაც ეს „ქალაქელთა“ მაისურით გატანილი მე-100 გოლი აღმოჩნდა.

ამგვარად, „ალ-ჰილალი,“ რომელსაც „ინტერის“ ყოფილი დამრიგებელი, სიმონე ინძაგი წვრთნის, ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიურ „ფლუმინენსეს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.10279