ინგლისურ „მანჩესტერ სიტის“ 2025 წლის კალენდარული წლის განმავლობაში არცერთი ტიტული არ მოუგია და ვერც მოიგებს. რადგან დღეს, 1 ივლისს, ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში საუდის არაბეთის „ალ-ჰილალთან“ წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
2024/2025 წლების სეზონის დასაწყისში, „ქალაქელები“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში „კრისტალ პალასთან“ დამარცხდნენ (0:1), ლიგის თასზე კი „სიტი“ „ტოტენჰემთან“ დამარცხდა (1:2). პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ დამარცხდა მადრიდის „რეალთან“ (2:3, 1:3) პლეი-ოფში.
„მანჩესტერ სიტის“ მიერ მოგებული ბოლო პრიზი ინგლისის სუპერთასი გახლდათ. 2024 წლის აგვისტოში, „ქალაქელებმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხეს.