ფეხბურთი

11:31 | 1.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხრისტო სტოიჩკოვი არ იზიარებს ფეხბურთელების პრეტენზიებს გადატვირთული კალენდრის შესახებ

„ბარსელონას“ ყოფილი ვარსკვლავი, ხრისტო სტოიჩკოვი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელები არ უნდა წუწუნებდნენ გადატვირთული მატჩების კალენდარზე. ადრე, ზოგიერთი მოთამაშე და მწვრთნელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმ ფაქტის გამო, რომ ძალიან ბევრი მატჩის ჩატარება უწევთ.

„სამაგიეროდ ისინი არ წუწუნებენ წელიწადში 20 მილიონი ევროს გამომუშავებაზე. ადრე, ვთქვათ, ესპანეთის ან ინგლისის ჩემპიონატებში მოგების წყალობით, შეგეძლოთ ევროპის თასებზე მოხვედრა, მაგრამ ახლა ესპანეთს ჩემპიონთა ლიგაში ექვსი გუნდი ჰყავს. იგივე ეხება ინგლისსა და იტალიას. აბსოლუტურად არ მესმის, რას წუწუნებენ“, - ციტირებს სტოიჩკოვის სიტყვებს RMC Sport.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.170839