UFC-ს რეიტინგი განახლდა და ილია თოფურია P4P-ის სათავეშია. მას შემდეგ, რაც UFC 317-ზე ქართველმა მებრძოლმა ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა, ბუნებრივია ამ სიახლეს ყველა ელოდა.
29 ივნისს, ლას ვეგასში ელ მატადორმა ისტორია დაწერა. ის პირველი სპორტსმენია, რომელმაც ორ წონით დივიზიონში ჩემპიონობა დაუმარცხებელი სერიით მოიპოვა. თოფურიას ანგარიშზე MMA-ში ჩატარებული 17 ბრძოლიდან 17 გამარჯვებაა, მათ შორის ზედიზედ 9 UFC-ში.
ილიამ განახლებულ რეიტინგში მესამე ადგილიდან პირველზე აინაცვლა, მან მერაბ დვალიშვილსა და ისლამ მახაჩევს გადაასწრო. შესაბამისად დვალიშვილი 1 პოზიციით დაქვეითდა და მესამე ადგილზეა.
რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, შემდეგნაირია:
- ილია თოფურია
- ისლამ მახაჩევი
- მერაბ დვალიშვილი
- დრიკუს დუ პლესისი
- ალექსანდრ პანტოჟა
- ალექსანდარ ვოლკანოვსკი
- მაგომედ ანკალაევი
- ჯეკ დელა მადალენა
- ტომ ასპინალი
- ალექს პერეირა
ილია თოფურიას 2025 წელს დიდი ალბათბით ოქტაგონზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ, მიუხედავად დანა უაითის უარყოფისა ყველაზე ხმაურიან მეტოქედ პედი პიმბლეტი განიხილება, რომელსაც შესაძლოა შემოდგომაზე დაუპირისპირდეს.
პოტენციური მეტოქეების სია კი ასეთია:
- არმან ცარუკიანი
- ჯასტინ გეიჯი
აქვე გეტყვით, რომ ისლამ მახაჩევი P4P რეიტინგს 602 დღის განმავლობაში ლიდერობდა და ამ მხრივ მხოლოდ ჯონ ჯონსს ჩამორჩებოდა (659).