„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ბერნარდუ სილვამ გუნდის გამოსვლა შეაჯამა საკლუბო მსოფლიო თასზე.
1 ივლისს, „ქალაქელები“ ტურნირის 1/8 ფინალში საუდურ „ალ-ჰილალთან“ დამარცხდნენ (3:4) და ტურნირს გამოეთიშნენ.
„ამ ტურნირზე დიდი იმედები გვქონდა, გვინდოდა, რაც შეიძლება შორს წავსულიყავით. ვფიქრობ, გუნდმა კარგად ითამაშა, ამიტომ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ტიტულების მოსაგებად ვთამაშობთ და როცა ვმარცხდებით, ცხადია, ყოველთვის უკმაყოფილოები ვრჩებით.
ბედნიერები არ ვართ, რადგან გვინდოდა უკეთესად გვეთამაშა, მაგრამ ვიწყებთ იმის შეგრძნებას, რომ გუნდი ისევ ენერგიით არის სავსე და მზადაა წინა დონეზე დასაბრუნებლად“, - ციტირებს სილვას სიტყვებს კლუბის პრეს-სამსახური.