ფეხბურთი

14:50 | 1.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვოლტემადე „ბაიერნში“ გადასვლასთან ახლოსაა, მისი ღირებულება 100 მილიონი ევროა

გერმანული „შტუტგარტის“ თავდამსხმელი ნიკ ვოლტემადე მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ მედიაში წერს, კლუბმა ფეხბურთელთან პირადი პირობები უკვე შეათანხმა - კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ამჟამად „ბაიერნსა“ და „შტუტგარტს“ შორის ტრანსფერის პირობებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ორივე მხარე მომართულია საერთო გამოსავლის პოვნაზე, ამიტომ შეთანხმება შესაძლოა უახლოეს დღეებში გაფორმდეს.

ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „შვაბები“ თავდამსხმელს 100 მილიონ ევროდ აფასებდნენ.

გასულ სეზონში 23 წლის ვოლტემადე ყველა ტურნირზე 33 მატჩში მონაწილეობდა, რომლებშიც 17 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ახლახან დასრულებულ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე კი ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი გახლდათ და 6 გოლით მთავარი ბომბარდირიც გახდა.

0.09545
სარეკლამო ადგილი - 99
X x X