ლისაბონის „სპორტინგში“ გიორგი ქოჩორაშვილის თავგადასავალი დაიწყო. ქართველი ფეხბურთელის შვებულება დასრულდა და მან დღეს ახალ გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადება დაიწყო.
ქოჩორამ პირველად ივარჯიშა „სპორტინგში“, რომელსაც პრესეზონზე 16, 21 და 25 ივლისს ამხანაგური მატჩები აქვს „სელტიკის“, „სანდერლენდისა“ და „ვილიარეალის“ წინააღმდეგ, ხოლო სეზონს 31 ივლისს, პორტუგალიის სუპერთასზე „ბენფიკასთან“ დაპირისპირებით დაიწყებს.
გიორგი ქოჩორაშვილმა ჯერ კიდევ აპრილში გააფორმა 5-წლიანი კონტრაქტი „სპორტინგთან“, თუმცა გასული სეზონი „ლევანტეში“ დაასრულა, რომელსაც ლა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.
შეგახსენებთ, რომ „სპორტინგი“ პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონია და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.