„ლივერპულის“ ყოფილმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა დაასახელა.
„სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად რამდენიმე მართლაც შესანიშნავი მომენტი გავატარე. დიდი პატივია მასთან საუბარიც კი. მენეჯერისთვის ეს საუკეთესოა, რაც შეგიძლია გააკეთო - დაჯდე და მოუსმინო. ათი წუთი დამჭირდა იმის გასაგებად, თუ რას ამბობდა.
ფერგიუსონი მსოფლიოში უდიდესი მწვრთნელია. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. რაც მან მწვრთნელობისას გააკეთა, ამის გამეორება ადვილი არ იქნება“, - ციტირებს კლოპის სიტყვებს Give me Sport.
სერ ალექს ფერგიუსონი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. ის 1986 წლიდან 2013 წლამდე იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი, რომელმაც პრემიერლიგის 13 ტიტული, ხუთი ასოციაციის თასი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.