თამაშგარე

16:12 | 1.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი ლამაზმანი თბილისური ავტოსახელოსნოდან

გასული საუკუნის 80-90-იან წლებში თბილისის და არამხოლოდ თბილისის ავტოსახელოსნოებში ნახევრად შიშველი ასულების ფოტოები რომ იყო გამოკრული და იქაური ხელოსნები თავს იწონებდნენ ფერად ფურცელზე დაბეჭდილი ლამაზმანის „მფლობელობით“, მათ შორის აუცილებლად იქნებოდა სწორედ 80-90-იან წლებში პოპულარული ჩეხი მოდელი ტერეზა მაქსოვა, თუმცა ამის შესახებ თბილისურ სახელოსნოში ცხადია არავინ უწყოდა.

1971 აგვისტოს დაბადებული ჩეხი მოდელი 16 წლის ასაკიდან საპოდიუმე ფიცარნაგზე იდგა და პრაღის გიმნაზიის გრამატიკის სკოლაში სწავლების პარალელურად უკვე როგორც პროფესიონალი მუშაობდა ცნობილ ფოტოგრაფებთან. მათ შორის პატრიკ დემარშელიესთან, მარიო ტესტინოსთან და პიტერ ლინდბერგთან.

სულ მალე დაიპყრო ჟურნალების: Vogue, Elle, Marie Claire და Cosmopolitan გარეკანები და პოპულარობის ზრდაში ვერც 2000 წლის 18 მარტს დანიელ ჩოგბურთელზე, ფრედერიკ ფეტერლეინზე ქორწინებამ შეუშალა ხელი. სამოდელო კერიერის დასრულების შემდეგ კი თურქ ბიზნესმენ ბურაკ ოიმენზე გათხოვდა. ახლა მონაკოში ცხოვრობს და იქაურ მზეს ეფიცხება. და თბილისის ავტოსახელოსნოს ბიჭებს ამით რა?...

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094764