ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ The Athletic-თან ლიონელ მესისთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ამერიკაში შეხვდა.
ასევე გაიხსენა 1994 წლის მუნდიალის ფინალში გაცუდებული პენალტიც:
„პენალტი? იმ მომენტში დანა რომ მქონოდა, თავს დავიჭრიდი, იარაღი რომ მქონოდა, თავს მოვიკლავდი. იმ მომენტში სიკვდილი მინდოდა.
მე ყოველთვის უარს ვამბობდი უცხოურ გუნდებზე, რადგან ვოცნებობდი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებასა და 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე. ბევრ შემოთავაზებაზე უარს ვამბობდი უცხოური კლუბებიდან. თუ მკითხავთ, მინდოდა თუ არა, „ბომბონერაზე“ თამაში, რა თქმა უნდა, ვითამაშებდი.
მესი? მას იტალიის ნაკრების ვაჩუქე, რომელიც 1994 წლის მუნდიალზე მეცვა. როდესაც დაინახა, გაუხარდა, მაისურს მოეფერა და ფრთხილად დაკეცა. ულამაზესი სანახაობა იყო“, - თქვა ბაჯომ.