„შტუტგარტის“ თავდამსხმელ ნიკ ვოლტემადეს მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლა სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ნიჭიერმა ფორვარდმა ამ კვირაში პრემიერლიგის კლუბების შეთავაზებები უარით გაისტუმრა, რადგან მხოლოდ „რეკორდმაისტერში“ თაამში სურს. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია.
ახლა საჭიროა „შტუტგარტთან“ მორიგება, ხოლო „ბაიერნი“ თავდამსხმელის შესაძენად პირველ შეთავაზებას ამზადებს.
23 წლის ვოლტემადემ გასულ სეზონში 33 მატჩში 17 გოლი გაიტანა. მან ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე გაიბრწყინა, სადაც 6 გოლით და 3 საგოლე პასით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კარიერის სტარტზე ვოლტემადე ბრემენის „ვერდერში“ თამაშობდა.
ნიკ ვოლტემადეს ტრანსფერზე მუშაობის პარალელურად, „ბაიერნმა“ დაადასტურა, რომ გუნდის ახალი 10 ნომერი ჯამალ მუსიალაა. ლეროი სანეს წასვლის შემდეგ ეს ნომერი გათავისუფლდა და მუსიალას გადასცეს, რომელიც მიუნხენური გრანდის პროექტის მთავარი ნაწილია.