ფეხბურთი

18:40 | 1.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაგუა შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს

„ისტრას“ თავდამსხმელი გიორგი გაგუა შესაძლოა, ესპანეთში დაბრუნდეს და კარიერა „მალაგაში“ გააგრძელოს.

ხორვატული მედიის ცნობით, „მალაგა“, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, ქართველი ფეხბურთელით დაინტერესებულია და მზად არიან მის სანაცვლოდ 500 ევრო, პლუს ბონუსები გადაიხადონ. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

გიორგი გაგუამ გასული სეზონი ხორვატიაში, „ისტრას“ შემადგენლობაში გაატარა და 28 მატჩში 3 გოლთან ერთად 3 საგოლე პასით გამოირჩა. ესპანეთში ქართველი ფორვარდი „ალავესი B”-სა და „რეალ უნიონის“ რიგებში გამოდიოდა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მან 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ივნისში ის ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული, თუმცა, არც ფარერებისა და არც კაბო ვერდეს წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. „მალაგამ“ ლა ლიგა 2-ის გასულ სეზონში მე-16 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092813