გვინეა ბისაუს ნაკრების ნახევარმცველი სორი მანე „ტორპედოს“ ფეხბურთელია.
მანე იმერულ კლუბს პორტუგალიური „აკადემიკო ვიზეუდან” შეუერთდა. კარიერის განმავლობაში „ტორპედოს“ ახალწვეული მუდმივად პორტუგალიურ კლუბებში ასპარეზობდა, კარიერის სტარტზე კი, იტალიური „სამპდორიას“ წევრი იყო.
სორი მანე გვინეა ბისაუს ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრია. ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით მის აქტივში 42 მატჩია.
სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ კლუბსა და ფეხბურთელს შორის 1.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.