იტალიელი ფეხბურთელი ფედერიკო ბერნარდესკი სერია A-ში ბრუნდება. 31 წლის შემტევმა „ტორონტოსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტია.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, „ბოლონია“ მოლაპარაკებებს აწარმოებს და დიდი შანსია, რომ შეთანხმება შედგეს. მეტიც, მოსალოდნელია, რომ ეს უახლოეს ხანში მოხდება.
ბერნარდესკი 2022 წლიდან „ტორონტოში“ გამოდიოდა, რომლის მაისურით 99 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა. მანამდე ის „იუვენტუსის“, „ფიორენტინასა“ და „კროტონეს“ წევრი იყო, ხოლო იტალიის ნაკრებში 39 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.