საქართველოს სუპერთასზე მესამე ადგილი ქუთაისის „ტორპედომ“ დაიკავა, რომელმაც თბილისის „იბერია“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
მატჩი უგოლოდ დასრულდა. „იბერია“ ფლობდა უპირატესობას, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა და ყველაფერი პენალტებში გადაწყდა, სადაც დირკ შუსტერის გუნდმა 3:2 მოიგო.
გუნდებმა საკმაოდ ცუდად შეასრულეს პენალტები, „იბერიას“ სამი დარტყმა კარს ზემოდან გადასცდა, ხოლო „ტორპედომ“ ორი პენალტი ვერ გაიტანა. საბოლოო, ცოტნე ნადარაიას ზუსტმა დარტყმამ ქუთაისელებს მესამე ადგილი მოუტანა - 3:2.
საქართველოს სუპერთასის ფინალში 2 ივლისს, გორის „დილა“ და „სპაერი“ შეხვდებიან.