კალათბურთი

23:15 | 1.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილი ახალ გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „ტორონტო რეპტორსში“ გააგრძელებს.

როგორც ჟურნალისტი შემს შარანია იტყობინება, მან კანადელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაში 5.5 მილიონ დოლარს მიიღებს. მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი იყო მას შემდეგ, რაც „სან ანტონიომ“ ახალი ხელშეკრულება არ შესთავაზა.

მამუკელაშვილი NBA-ში 2021 წლიდან თამაშობს: თავიდან სანდრო „მილუოკი ბაქსის“ წევრი იყო, ხოლო ბოლო ორი სეზონი „სან ანტონიოში“ გაატარა. საშუალოდ ის თამაშში 5.2 ქულას და 3.2 მოხსნას აგროვებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094078