ფეხბურთი

1:48 | 2.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის "ატლეტიკომ" იტალიელი მცველი დაიმატა

მადრიდის „ატლეტიკომ“ ბერგამოს „ატალანტადან“ 22 წლის მარცხენა მცველი, მატეო რუჯერი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

„ატალანტამ“ რუჯერის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსად ორი მილიონიც დაემატება. იტალიელმა „როხიბლანკოსთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

მატეო რუჯერი „ატალანტას“ აღზრდილია, რომლის რიგებში 109 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ერთი სეზონი მან იჯარით „სალერნიტანაში“ გაატარა, ხოლო იტალიის 21-წლამდე ნაკრებში 16 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092075