მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. ჩაბი ალონსოს გუნდმა მერვედფინალში ტურინის „იუვენტუსი“ 1:0 დაამარცხა.
შეხვედრა ტურინელებმა კარგად დაიწყეს და მატჩის სტარტზე ორი რეალური მომენტი ჰქონდა: ქენან ილდიზის შესანიშნავი პასით რანდალ კოლო მუანი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში თურქმა დაარტყა შორიდან ძალიან სახიფათო.
თუმცა, სულ ეს იყო, შემდეგ „რეალი“ დაეუფლა უპირატესობას და პირველ ტაიმში მეკარემ, მიკელე დი გრეგორიომ ორჯერ იხსნა თავისი გუნდი. მთლიანობაში პირველ ტაიმში შედეგი სამართლიანი იყო. მეორე ნახევარში კი, მადრიდელთა უპირატესობა გაიზარდა, განსაკუთრებით დასაწყისში და დი გრეგორიო ბრწყინავდა. მაგრამ იტალიელი მეკარე 54-ე წუთზე ვერაფერს გახდა, როცა გონსალო გარსიამ თავით გაიტანა.
დარჩენილი დრო ესპანელებმა მშვიდად გააკონტროლეს და უპირატესობა შეინარჩუნეს - 1:0.
მადრიდის „რეალი“ მეოთხედფინალშია და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.