ვეტერანი ფრანგი ფორვარდი ოლივიე ჟირუ 13-წლიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდა.
ჟირუ კარიერას "ლილში" გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ოლივიემ 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ოლივიე ჟირუ 2024 წლიდან „ლოს ანჯელესის“ ღირსებას იცავდა, რომლის რიგებში 37 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
ფრანგს კარიერის საუკეთესო წლები „არსენალში“, „ჩელსისა“ და „მილანში“ აქვს გატარებული, ლიგა 1-ში კი, ბოლოს 2011-2012 წლების სეზონში ითამაშა, როცა „მონპელიესთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა. კარიერის სტარტზე ჟირუ „გრენობლის“, „ისტრისა“ და „ტურის“ რიგებში გამოდიოდა.