ფეხბურთი

11:50 | 2.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" კანადელი თავდამსხმელის დამატებასთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჯონათან დევიდს ახალი შეთავაზება გაუკეთა და ახლოსაა ტრანსფერის დახურვასთან.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და დეტალები ზუსტდება. „იუვენტუსი“ იმედოვნებს, რომ მალე საბოლოო შეთანხმებას მიაღწევს.

კანადელი ფორვარდი თავისუფალი აგენტია და „იუვენტუსი“ ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს სთავაზობს, რასაც ბონუსებიც დაემატება. დიდი შანსია, რომ გარიგება შედგეს.

ჯონათან დევიდი „ლილში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 232 მატჩში 109 გოლი გაიტანა. მანამდე ის ბელგიაში, „გენტის“ რიგებში გამოდიოდა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096462