თამაშგარე

13:15 | 2.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

შუმახერის ვაჟი ბოსნიელ გოგოზეა შეყვარებული

ლეგენდარული მიხაილ შუმახერის შვილი მიკ შუმახერი უკვე მესამე წერია ყურებამდეა შეყვარებული წარმოშობით ბოსნიელ მოდელ‑ინფლუენსერ ლაილა ჰასანოვიჩზე. შუმახერმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ჯერ კიდევ 2023 წელს გამოაქვეყნა საერთო ფოტო გულიანი ემოჯით, რითაც დაადასტურა ლაილასთან რომანი.

ამის შემდეგ დღე არ გაუტარებია წყვილს ცალ-ცალკე და ლაილას უფლება რომ მისცე, სარბოლო ავტომანქანაშიც კი ჩაუხტება მიხაილოვიჩს.

ლაილა ჰასანოვიჩი 2001 წელს დაიბადა დაინიის ქალაქ სვენდბორგში, თუმცა ბოსნიური წარმოშობა არასოდეს დავიწყებია და თავს მუდამ ბალკანეთის ხსენებული პატარა ქვეყნის შვილად მიიჩნევს.

რაც შეეხება მიკ შუმახერს, იგი დიდებული მამის სპორტული კარიერის აჩრდილად შეიძლება ჩაითვალოს. მიკი 2021 წელს ფრანგულ WEC-ს შეუერთდა, ბოლო ოთხი სპორტული სეზონია, F2 და ფორმულა 3-ის ავტომობილებით უწევს გამოსვლა სარბოლო ტრასაზე და არც ამაში აქვს მაინცდამაინც განსაკუთრებული შედეგები.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167053
სარეკლამო ადგილი - 99
X x X