33 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირზე მონაწილეობას აგრძელებს, ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში რეიტინგის მე-7 ნომერი ლორენცო მუზეტი დაამარცხა და 1/32 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
წარმატებული სვლა დაუფასდა ბასილაშვილს და ATP-ის ლაივ განახლებულ რეიტინგში 126-ე ადგილიდან 108-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. ქართველმა ჯამურად +78 სარეიტინგო ქულა დააგროვა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/32 ფინალში იტალიელ ლორენცო სონეგოს (ATP 47)დაუპირისპირდება, შეხვედრა ხვალ 14:00 საათზეა ჩანიშნული.