საქართველოს ნაკრებისა და „ორლანდო მეჯიქის“ ცენტრმა გოგა ბითაძემ შესაძლოა კლუბი შეიცვალოს და „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გადავიდეს.
როგორც Clutchpoints-ის ჟურნალისტი ბრესტ სიგელისი იტყობინება, „ლეიკერსი“ შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და ცენტრის პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის არის გოგა ბითაძეც.
წყაროს ცნობით, „ლეიკერსის“ ხელმძღვანელობა „ორლანდოს“ უკვე დაუკავშირდა და ქართველის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. ჯერ ჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 2024-2025 წლების სეზონში გოგა ბითაძემ „ორლანდოს“ მაისურით 70 შეხვედრაში ითამაშა და მისი საშუალო სტატისტიკა შემდეგნაირია: 7.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 2.0 შედეგიანი გადაცემა, 1.4 დაფარება და 0.4 ჩაჭრა.