სხვა

13:50 | 2.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

არმან ცარუკიანი: „ილია თოფურია ჩემთან ჩხუბის შემდეგ TOP 15-ში დაბრუნდება“

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლი არმან ცარუკიანი დანიელ კორმიეს ბოდკასტის სტუმარი იყოს, სადაც სომეხმა მებრძოლმა ილია თოფურიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან ბრძოლის შემდეგ „ელ მატადორი“ TOP 15-ში გადაინაცვლებს, რადგან თვლის, რომ ილია მისთვის ოლივეირაზე მარტივი მეტოქე იქნება და მას აუცილებლად დაამარცხებს.

„ყველასგან განსხვავებული მებრძოლი ვარ, ამის დასამტკიცებლად, მხოლოდ ილიასთან ერთად გალიაში შესვლა მჭირდება. ილია ჩემთვის ოლივეირაზე მარტივი მეტოქეა, მე ამას მხოლოდ ჭიდაობის იმედად არ ვამბობ, რადგან სრულყოფილი მებრძოლი ვარ. ჩემი ბოლო ბრძოლიდან ძალიან დიდი დრო გავიდა და მას შემდეგ ძალიან განვითარდი და ერთი სული მაქვს ყველას განახოთ, თუ რას წარმოადგენს არმან ცარუკიანი და რატომ არის ნომერ პირველი კონტენდერი.“

„ნანახი მაქვს ილია თოფურიას პირველი ბრძოლა UFC-ში და იმ ბრძოლაში ძალიან დაიღალა. მას ნამდვილად კარგი კრივი აქვს, თუმცა ჩემნაირი მებრძოლი არ ჰყოლია, რომელმაც იცის თავისუფალი ჭიდაობა.“

„რა თქმა უნდა, თოფურია pound for pound-ის სათავეში ყოფნას იმსახურებს, რადგან ამ სპორტის გამორჩეული მებრძოლები დაამარცხა, თუმცა გპირდებით ჩემთან ჩხუბის შემდეგ მას TOP 15-ში დავაბრუნებ. ის ჩემთვის ოლივეირაზე მარტივი მეტოქეა, რადგან როდესაც ოლივეირას მიწაზე გადაყვანას ცდილობ, იცი რომ მას შეუძლია მახრჩობელაზე ან მტკივნეულ ილეთზე დაგიჭიროს, ილიას შემთხვევაში კი ყველაფერი მარტივადაა, ის ყოველ ჯერზე ადგომას ცდილობს და კრივის იმედი აქვს. მას დისტანციაზე უნდა ებრძოლო და ახლოს არ მოუშვა.“ - განაცხადა ცარუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანმა ილიას მსგავსად ბოლო ბრძოლა ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართა, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. სომეხ მებრძოლს ისლამ მახაჩევთან უნდა ებრძოლა, თუმცა ტრავმის გამო ბრძოლას ჩაეხსნა.

0.168956