24 წლის ცენტრალური მცველი ალექსანდრე კალანდაძე „დინამო თბილისიდან“ კარიერას „ვისლა პლოცკში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად პოლონურმა კლუბმა დაადასტურა.
მხარეებს შორის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა, მისი ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. კალანდაძე „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, ის ზამთარში იჯარის წესით უნგრულ ფეჰერვარში“ გადავიდა, რის შემდეგაც მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ტრანსფერმარკეტის მიხედვით, „დინამო“ მის ტრანსფერში 400 000 ათას ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ სანდრო კალანდაძემ „დინამოში“ 107 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო საქართველოს ნაკრებში ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან მონაწილეობა მიიღო ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე 2023 წელს, როცა მოედანზე ოთხივე მატჩში გავიდა.