ფეხბურთი

15:00 | 2.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის ახალი სეზონის კალენდარი გაირკვა

ესპანეთის ლა ლიგის წილისყრა გაიმართა და 2025-2026 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია.

ჩემპიონატი სტარტს 17 აგვისტოს აიღებს და 24 მაისს დასრულდება. წილისყრის შედეგად ცნობილია, თუ როდის გაიმართება „რეალისა“ და „ბარსელონას“ შორის მატჩები: პირველ „ელ კლასიკოს“ ფეხბურთის გულშემატკივრები 26 ოქტომბერს იხილავენ, მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება, ხოლო მეორე მატჩს„კამპ ნოუ“ 10 მაისს უმასპინძლებს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის ოთხი შეხვედრა გაიმართა და ყველა მათგანში „ბლაუგრანამ“ იმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090093