კატალონიის „ბარსელონამ“ 2025-2026 წლების სეზონის ახალი საშინაო ფორმა წარადგინა. ახალი ფორმის წარდგენაში არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო ლამინ იამალი, რომელმაც ყველაფრის დასრულების შემდეგ ხმაურიანი კომენტარი გააკეთა, მისი თქმით მალე უკონტროლო იქნება.
„ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ „ბარსელონა“ ჩემთვის ყველაფერია და ამ კლუბისთვის ყოველთვის მაქსიმუს გავიღებ. 5 წელიწადში 22 წლის ვიქნები, მოემზადე „ბარსელონა“ და მსოფლიო, მე უკონტროლო ვიქნები“. - განაცხადა იამალმა.
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალმა გასულ სეზონში 55 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა გააკეთა.