ფეხბურთი

17:23 | 2.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ჩელსიმ" ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა

ლონდონის „ჩელსიმ“ „ბრაიტონის“ თავდამსხმელი ჟოაო პედრო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

23 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ „არისტოკრატებმა“ 60 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო ფეხბურთელთან კონტრაქტი 2032 წლის ზაფხულამდე, კიდევ ერთი წლოთ განახლების ვარიანტით გააფორმეს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფორვარდის დამატება „ნიუკასლსაც“ სურდა, რომელმაც „ბრაიტონს“ 55 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ამ შეთავაზებაზე „თოლიებმა“ უარი თქვეს და „ჩელსის“ უფრო ძვირად მოურიგდნენ.

ჟოაო პედრო „ფლუმინენსესა“ და „უოტფორდში“ თამაშობდა, ხოლო 2023 წლიდან „ბრაიტონის“ წევრი იყო, რომლის მაისურით 70 მატჩში 30 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ნაკრებში მას ჯერჯერობით, სამი უგოლო თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09375