მადრიდის „ატლეტიკომ“ „ვილიარეალიდან“ ალექს ბაენა დაიმატა. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ესპანელმა კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდე გააფორმა.
ტრანსფერის ღირებულება 45 მილიონი ევროა, რასაც ბონუსის სახით 5 მილიონიც დაემატება.
23 წლის ალექს ბაენა „ვილიარეალის“ აღზრდილია, რომლის მაისურით 148 მატჩში 26 გოლი გაიტანა, ხოლო ერთი სეზონი იჯარით „ჟირონაშიც“ აქვს გატარებული. ესპანეთის ნაკრებში მის აქტივში 10 მატჩი და 2 გოლია.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკომ“ მანამდე „ატალანტადან“ მატეო რუჯერის და „ბეტისიდან“ ჯონი კარდოსოს ტრანსფერები შეათანხმა.