ფეხბურთი

18:35 | 2.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულს" მეკარეების ახალი მწვრთნელი ჰყავს

„ლივერპულის“ სამწვრთნელო შტაბში რამდენიმე ცვლილებაა. არნე სლოტის ასისტენტად ჯოვანი ვან ბრონხორსტი დაინიშნა.

ნიდერლანდელი აქამდე მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, მათ შორის, „ფეიენოორდში“, „რეინჯერსსა“ და „ბეშიქთაშში“.

ჩვენთვის უფრო საინტერესოა, რომ „ლივერპულში“ მეკარეები ახალი მწვრთნელია: გუნდში ჩავი ვალერო დაბრუნდა, რომელიც ბოლო 7 სეზონი „ვესტ ჰემში“ მუშაობდა, თუმცა „ლივერპულშიც“ იყო რაფაელ ბენიტესის დროს, რომელსაც შემდეგ „ჩელსიში“, „ნაპოლისა“ და „რეალში“ გაჰყვა.

„ლივერპულს“ დაემშვიდობნენ კლაუდიო ტაფარელი და ფაბიან ოტე - სწორედ ისინი იყვნენ მეკარეები მწვრთნელები აქამდე.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულში“ ახალი სეზონიდან გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს, რომელიც კლუბთან ერთად მზადებას სულ მალე დაიწყებს, მეკარეების ახალი მწვრთნელით.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089206