ფეხბურთი

19:42 | 2.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვერნაძის "ფროზინონეში" ახალი მწვრთნელი დანიშნეს

„ფროზინონეს“, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს, ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს - მასიმილიანო ალვინი.

მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმდა. ალვინიმ პაოლო ბიანკო შეცვალა, რომელიც სეზონის ბოლოს დაითხოვეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბიანკოს ხელში კვერნაძის როლი იტალიურ კლუბში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მასიმილიანო ალვინის არაერთ იტალიურ კლუბში უმუშავია, მათ შორის, „კრემონეზეში“, სადაც ლუკა ლოჩოშვილის მწვრთნელი იყო და სწორედ ის იყო ქართველი მცველის ტრანსფერის ერთ-ერთი ინიციატორი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძეს აქტიურად უკავშირებენ „კალიარის“, ასე რომ, შეიძლება მან ამ ზაფხულს კლუბი შეიცვალოს.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088756
სარეკლამო ადგილი - 99
X x X