ფეხბურთი

22:12 | 2.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" ისტორიაში პირველად საქართველოს სუპერთასი მოიგო (+VIDEO)

გორის „დილამ“ საქართველოს სუპერთასი მოიგო. დიეგო ლონგოს გუნდმა ფინალში „სპაერი“ 2:0 დაამარცხა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. ქვედალიგელი „სპაერი“ ახლოს იყო მორიგ სენსაციასთან და ძალიან კარგად ითამაშა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა ანზორ კიღურაძის გუნდს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.

უსაქმოდ არც „დილა“ იყო, რომელმაც რამდენჯერმე შეუტია სახიფათოდ. თამაში ახლოს იყო უგოლო ფრესა და პენალტებთან, მაგრამ 86-ე წუთზე „დილამ“ დიდებული კომბინაცია დაასრულა გოლით, თავი ჟოაო არაუჟომ გამოიჩინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გრიგოლ ჩაბრაძემ კონტრშეტევაზე მეორედ დაამწუხრა მეტოქე და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გორის „დილამ“ ისტორიაში პირველად მოიგო საქართველოს სუპერთასი, ხოლო 10-წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული მოიპოვა.

ერთ კვირაში „დილა“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის „რასინგს“ შეხვდება, ხოლო „სპაერი“ ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და ვენის „აუსტრიას“ შეხვდება.

„დილა“ – „სპაერი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჟოაო არაუჟო (86), 2:0 ჩაბრაძე (90)

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.158225