ფეხბურთი

0:10 | 3.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტამი აბრაჰამი "ბეშიქთაშის" ფეხბურთელია

„რომას“ ფეხბურთელი ტამი აბრაჰამი კარიერას „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს. ინგლისელი უკვე სტამბოლშია და "არწივების" წევრი გახდა.

აბრაჰამი „ბეშიქთაშთან“ ოთხწლიან კონტრაქტი გააფორმა, ხოლო „რომამ“ 20 მილიონ ევრო მიიღო. ეს სტამბოლური გუნდის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.

ტამი აბრაჰამმა გასული სეზონი იჯარით „მილანში“ გაატარა, სადაც 44 მატჩში 10 გოლი გაიტანა. „რომაში“ 2021-2025 წლებში 120 თამაშში 37 გოლი მიითვალა, ხოლო მანამდე „ასტონ ვილას“, „სუონსის“, „ბრისტოლისა“ და „ჩელსის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09472