შვეიცარიაში ქალთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომლის პირველ ტურში მასპინძელი შვეიცარია ნორვეგიასთან დამარცხდა.
შვეიცარია პირველ ტაიმში უკეთესი იყო და რისენის გოლით დაწინაურდა კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში უპირატესობა ხელიდან გაუშვა. 54-ე და 58-ე წუთებზე ნორვეგიელებმა ორჯერ გაიტანეს. ჯერ ადა ჰეგერბერგმა გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შემდეგ შტიერლიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ნორვეგიამ თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა.
ამავე ჯგუფში ფინეთმა ისლანდია დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და ჩემპიონატი სამი ქულით დაიწყო. მეორე ტურში ნორვეგია ფინეთს, ხოლო შვეიცარია ისლანდიას შეხვდება.